შაბათი, აპრილი 20, 2024

ხათუნა სამნიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი – გერმანიას ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს

ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი და გერმანია წამყვანი როლის მქონეა ამ პროცესში. მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საჯარო განცხადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით,

პოლიტიკური განცხადებებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზეც, ვსაუბრობთ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გერმანიაში კიდევ უფრო გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ,

რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამეტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, მიუხედავად დაპირისპირებისა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ორივე მხარემ უნდა შეძლოს ქვეყანას მოაპოვებინოს კანდიდატის სტატუსი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან დამაბნეველი საჯარო გზავნილები ისმის და შეკითხვები არსებობს, ჩვენ უნდა შევძლოთ, მიუხედავად დაპირისპირებისა ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის, რომ ჩვენს პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, დავანახოთ რეალობა, რა ხდება ქვეყანაში, რა გამოწვევებია, სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება, რატომ ვერ ვთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც ამ პროცესში და ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული