კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ პირადად მე სალომე ზურაბიშვილს - ადამიანის სიცოცხლის...

“მოვუწოდებ პირადად მე სალომე ზურაბიშვილს – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი!” – მარიამ კიშკარიანი

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მე-3 პრეზიდენტის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მარიამ ჯიშკარიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაუყოვნებლივ იქნას მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი მულტიპროფილურ კლინიკაში დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციისთვის:

,,ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და, შესაძლებელია, სიკვდილის მცდელობასაც.

მოვუწოდებ, პირადად მე, სალომე ზურაბიშვილს – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი!

ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას – სისულელების საუბარს თავი დაანებოს! საკითხი არის ძალიან სერიოზული. სანამ არ მომხდარა დიდი სკანდალი, მოვუწოდებ მიიღონ ზომა, სასწრაფოდ, დღესვე გადაყვანილი იქნას მიხეილ სააკაშვილი ,,შარიტეს“ კლინიკაში მომდევნო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს და დამძიმებას იწვევს თანდათანობით ინტოკსიკაცია, რომელიც შესაძლებელია დღესაც გრძელდება.

თმის ღერში აღმოჩენილია 3 მძიმე მეტალი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...