შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიშორენა ლობჟანიძემ და თეონა ჭალიძემ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს...

შორენა ლობჟანიძემ და თეონა ჭალიძემ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართეს, რომლის მიხედვით სავალდებულო უნდა იყოს დასაქმების სფეროში ინკლუზიის ხელშეწყობა – კვოტირება

პარტია ,,გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“-ს წევრებმა, ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელმა შორენა ლობჟანიძემ და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ, დღეს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს ,,დასაქმების სფეროში ინკლუზიის ხელშეწყობა – კვოტირება“, რომელიც ეხება შშმ პირების დასაქმების ვალდებულების დაკისრებას ორგანიზაციებისათვის, სხვადასხვა კრიტერიუმებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით:

როგორც თეონა ჭალიძემ განაცხადა: ,,მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის შესახებ მინიმუმ დისკუსიის დაწყება და მსჯელობა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დავინახავთ შესაძლებლობების სივრცეს. ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელება არაერთი ჩართული მხარისთვის ვფიქრობთ დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითი და გამოცდილება“.

შორენა ლობჟანიძე განმარტავს, რომ: ,,მოქმედი კანონმდებლობის მიუხედავად საქართველოში დისკრიმინაცია იწყება ვაკანსიის გამოცხადებიდან, რაც უკანონოდ უზღუდავს სამუშაოზე წვდომას შშმ პირებს, არ არსებობს სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან შშმ პირების დასაქმების მოტივაცია. პირიქით, ბოლო კვლევებზე დაყრდნობით, მოსახლეობის დაახლოებით 9% მიიჩვენს, რომ შშმ პირები საერთოდ იზოლირებულნი უნდა იყვნენ საზოგადოებისგან.

მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციების კვლევებმა ცხადყო, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში შშმ პირთა სამუშაო ძალაში ჩართულობის სიმცირე ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ექსპერტების შეფასებით კი, შშმ პირთა დაუსაქმებლობა იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7%-მდე ზარალს. ყოველივედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ხელისუფლემაბ დროა ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს შშმ პირების პრობლემებს და მისცეს მათ სრულფასოვანი თვითრეალიზების უფლება“.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...