კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგ-სემინარები გრძელდება

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგ-სემინარები გრძელდება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამები მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორ-რესეფშენისტების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით განაახლა.

ტრენინგების სერია მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული სწავლებით გაიხსნა, რომელზეც სერვისის სტანდარტები, რესტორნის სტრუქტურა, მომსახურების თანმიმდევრობა, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამაში რეგიონში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებია ჩართული.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარებს სექტორს ყოველწლიურად სთავაზობს. მხოლოდ მიმდინარე წელს, რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 800-მდე პირის გადამზადება მოხდა. ტრენინგები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მას საჯარო ლექციები დაასრულებს, რომელშიც ცნობილი სპიკერები იქნებიან ჩართულები. ტრენინგ-სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge-ზე უნდა გაიარონ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...