ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება...

კახა კალაძე: ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანს და ხალხს.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და შეგიძლიათ, სიმართლე უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

ამავდროულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ, რომ მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება.

მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იგრძნო თუ არა ხალხმა ეს სიკეთეები და როგორია ეკონომიკური და სოციალური ვითარება ქვეყანაში, კალაძე პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხს საზოგადოება არჩევნებზე სცემს.

ხალხმა რაც იგრძნო და როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი იკვეთება არჩევნების დროს. არჩევნების დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რითაც დღეს „ქართული ოცნება“, პირველად საქართველოს ისტორიაში, მესამე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პასუხი თქვენს კითხვაზე და დამოკიდებულება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...