spot_img
მთავარირეგიონის ამბებიფესტივალი „განდაგანა“ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა

ფესტივალი „განდაგანა“ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა

წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხალხმრავლობითა და საინტერესო პროგრამით გამოირჩეოდა. აჭარული ნაქარგებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, სოფლის ნობათი, კერძები, ხელნაკეთი ნივთები და ულამაზესი დეკორაციები იყო გამოფენილი. წლევანდელი ფესტივალის ძირითად თემას აჭარული ნაქარგები წარმოადგენდა, რომლის დეკორაციებით, ლაითბოქსებით, დროშებითა და ბანერებით იყო მორთული საფესტივალე სივრცე.

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარულ ტრადიციებს, ფოლკლორს, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესს დასწრებოდნენ, პარალელურად კი მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც აჭარის ხუთივე მონიციპალიტეტის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი გიდების მონაწილეობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდებმა კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე აჭარული კერძის მოამზადეს.

წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის გაცოცხლდა უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი – ,,ფადიკო“, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძემ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, კახაბერმა და ხანუმებმა იზრუნეს.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

ფოტოები ღონისძიებიდან

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...