spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოში ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმი - GeoIGF 2022...

საქართველოში ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმი – GeoIGF 2022 გაიმართა

საქართველოში ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმი – GeoIGF 2022 გაიმართა. ღონისძიების გახსნის ოფიციალურ ნაწილში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს. ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ა.შ. შეუძლებელია საუბარი კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, რაც ციფრული ეკონომიკის განვითარების საფუძველია.

ბოლო წლებში საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტმოხმარების ზრდას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, GeoIGF-მა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით და წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

ფორუმი მოიცავდა 20–მდე თემატურ სესიას და გამოსვლას, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს შეეხებოდა. ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის ღიაობის, და სხვა საკითხებს. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს ინტერნეტ-მმართველობის საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...