ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ დავუშვათ რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ...

“არ დავუშვათ რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ – მიშა უნდა გადარჩეს!!!” – ნიკოლოზ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის ემოციური მიმართვა და თხოვნა საზოგადოების ყველა ფენისა და წარმომადგენლების მიმართ:

ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროორიენტაციის მომხრეებო, უბრალოდ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო.

მოგმართავთ პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი.

კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.

კაცი რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი ეს კაცია გადასარჩენი და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება?!

დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას.

სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში.

დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ.

მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა.

დავრწმუნდით რომ აქ ამის უნარი, ნებით თუ უნებლიედ, არ გააჩნიათ, სამწუხაროდ.

თხოვნაა – 20 რიცხვში 14 ს. მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!!! უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...