შაბათი, აპრილი 27, 2024

“რამდენიმე თვეა გიორგი ვაშაძე დღის წესრიგში აყენებს საკითხს და განმარტავს, თუ რა კატასტროფა შეიძლება მოყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის ღალატის ტოლფას ნაბიჯებს” – მანანა ჯებაშვილი

საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის ხელისუფლების ორივე პალატის კრიტიკულ პოზიციასა და გზავნილებზე საუბრობს ექიმი, პედაგოგი, “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი და იხსენებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის კონკრეტულ გაფრთხილებებს:

ამერიკის როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ❗

სენატორი ჯინ შაჰინი – “რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, მაგრამ მე ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ შესაძლოა ეს დახმარება საქართველოს ქცევას დავუკავშიროთ, ამ ქცევაზე იყოს მიბმული და დამოკიდებული… მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის დრო გადავხედოთ ჩვენ სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“❗

P.S. რამდენიმე თვეა გიორგი ვაშაძე დღის წესრიგში აყენებს ამ საკითხს და განმარტავს, თუ რა კატასტროფა შეიძლება მოყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის ღალატის ტოლფას ნაბიჯებს. ასევე აღნიშნავს იმ სიკეთეებს, რაც შეიძლება სწორ რეფორმებს და გადაწყვეტილებებს მოყვეს. ამიტომ მოუწოდებს ის ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს ერთობლივი ბრძოლისკენ❗” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მანანა ჯებაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული