ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს” – ირაკლი ზარქუა

სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მიმართ მწვავე შეფასებები გააკეთა, რასაც კრიტიკულად უპასუხეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა. საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კონკრეტული განმარტებები გააკეთა პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა:

,,შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, მიდგომებით, ტაქტიკით და სტრატეგიებით, ამიტომაც არის, რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. ასეთი მიდგომით, არასწორი და არასამართლიანი.

ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს. შაჰინი ამას რომ ეტყვის ახლა, რითი განსხვავდება კუბილიუსისგან?! თუ ეს თქვა.

ჩემთვის კი მნიშვნელოვანია უშუალოდ ევროპის გაფართოების მიმართულებით ევროკომისრის [ვარჰეის] პოზიცია. ის ამბობს, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ, რეფორმა სახეზეა და ამის შემდეგ, რომ ვინც იტყვის რომ გადავხედავთ რაღაცას – სისულელეა, შტერობა. ჯინ შაჰინმა რატომ უნდა გადახედოს ჩვენს პარტნიორობას?!“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირეკლი კობახიძემაც:

,,დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო – პრაქტიკული თვალსაზრისით.

რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას – ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არა აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი.

ხოლო ენჯეოები დაფინანსდებაინ თუ არა, ამაზე ინერვიულონ მათ, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ?!

დაფინანსების დიდი ნაწილი არის ენჯეოების დაფინანსება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის: სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა განცხადება გააკეთა საქართველოში არსებული დემოკრატიის მაჩვენებელზე და მწვავედ გააკრიტიკა მმართველი გუნდი:

,,საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმებისთვის. შეიძლება უნდა დავუკავშიროთ ეს დახმარება საქართველოს ქმედებებს, მაგრამ ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა დამარწმუნეს, რომ შესაძლოა არ იყო ამის გაკეთება კარგი.

ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ – არის თუ არა დრო გადავხედოთ ჩვენ სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით? ფაქტია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო მთავარი ვალდებულება. მათ აშკარად გადაუხვიეს ამ გზას.

ამიტომ ვფიქრობ,რომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სხვა არჩევანზე და შევეცადოთ, ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას გარკვეული შედეგი მოჰყვება. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ.

სრულიად გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი არ არის და მათი მთავრობის ბრალია, მაგრამ რაღაც ეტაპზე საჭიროა, მათ მთავრობას უფრო მეტი ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული