კვირა, აგვისტო 3, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში“ და...

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში“ და ,,ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ შემოდგომის სახალხო დღესასწაულ ქედელობას დაესწრო, ქედის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საწარმოების, ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქედის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული ფოლკლორული შოუს ნახვის, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთების დათვალიერების და ადგილობრივი ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დავით შავლიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა.

მევენახე ფერმერმა ჩხავერის ჯიში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით, ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგარმის ფარგლებში, 2000 კვ.მ. ფართობზე გააშენა. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...