ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიასოციაციამ „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ორწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა

ასოციაციამ „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ორწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა

უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების ასოციაციის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ინიციატივით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

პაციენტების ასოციაციის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ დირექტორმა თამარ ქაჩლიშვილმა, სფეროს ექსპერტებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს 2 წლიანი მუშაობის შედეგები გააცნო:

დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია უნაყოფობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, ვინაიდან ჩვენი ორგანიზებით, პირველად საქართველოში, სფეროს ექსპერტების, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელების და მოწვეული უცხოელი სტუმრების გაერთიანება მოხდა ერთ სივრცეში, სწორედ პაციენტებისთვის უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებსაა და შესაძლებლობებზე მსჯელობისთვის.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი, ქოლგა ორგანიზაცია „Fertility Europe“-ის წარმომადგენელები დღეს ჩვენთან ერთად არიან, ორგანიზაცია რომელიც აერთიანების 28 ქვეყნის, უნაყოფობის პრობლემის მქონე პაცინეტების 31 ასოციაციას, და 25 მილიონამდე პაციენტის ხმას ევროპის მასშტაბით, მათი 10 წლიანი გამოცდილება დღეს უნდა დავიხმაროთ იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რაც საერთაშორისო მასშტაბით დაგროვდა უნაყოფობის მკურნალობის ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებაში. მიზანია კი მხოლოდ ერთია, გავაუმჯობესოთ პაციენტების ხელმისაწვდომობა დროულ მკურნალობაზე და გავაუმჯობესოთ უშუალოდ მკურნალობის პროცესში პაციენტების მდგომარეობა ფსიქოკონსულტირებისა და განათლების კომპონენტების გაძლიერებით,“ – განაცხადა „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ ქაჩლიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის, ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და რეპროდუქციული კლინიკების ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები. მასპინძელს თავიანთი გამოცდილება გაუზირეს პაციენტების საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციის „Fertility Europe“ – წარმომადგენლებმა ოფრა ბალაბან კასზტელანსკიმ (ის ასევე გახლავთ ისრაელის პაციენტების ორგანიზაციის „Chen” – ის თავმჯდომარე) და ანიტა მალგორზატა ფინჩამიმ.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა რეპროდუქტოლოგიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს დარგის პრობლემებსა და გამოწვევებზე პაციენტების კუთხიდან. გაიმართა აქტიური მსჯელობა და დისკუსია უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტრატეგიასა და პაციენტებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ასოციაცია უკვე თვეზე მეტია აწარმოებს მედიაკამპანიას, რომლის მიზანია, საზოგადოებას დეტალურად განუმარტოს ასოციაციის მთავარი ამოცანები. ჩვენ გვსურს დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების საჭიროების მქონე პაციენტთა ცნობიერების ამაღლება, უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სფეროს ექსპერტების აქტიური მონაწილეობით და სახელმწიფოსთან პარტნიორობით მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის შემუშავებისკენ კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა.

ორგანიზაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ 2021 წლის იანვარში შეიქმნა და უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტებს აერთიანებს. 2021 წლის დასაწყისში საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შეიმუშავა, სადაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა თანადაფინანსების პროგრამის შექმნის სურვილი. მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფი ასოციაციად ჩამოყალიბდა და პაციენტების საერთაშორისო ორგანიზაციას Fertility Europe-ს შეუერთდა, რომელიც 28 ქვეყნის უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების ასოციაციებს აერთიანებს.

ღონისძიება მიეძღვნა „ფერტილობის კვირეულს“, რომელიც 7-13 ნოემბერს მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხვდებით ხო, რა აბსურდს “აჭმევს” ქ/ოცნება თავის მომხრეებს?” – იაგო კაჭკაჭიშვილი

"დიფ სთეითთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია-შეფასებებს ეხმაურება სოციოლოგიის დოქტორი...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“იდიოტია აბსოლუტურად ყველა, ვინც გაგიჩინათ მოლოდინი, რომ ეს არ მოხდება” – თამარ ჩერგოლეიშვილი რობინ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...