ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დასასრულს” – ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის მიმართ წაყენებულ 6-პუნქტიან პირობებზე

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტული პირობების თაობაზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, რუსეთისთვის “უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე” და ამ ფონზე საქართველოს მომავალთან დაკავშირებით უკმაყოფილო პოზიციას აფიქსირებს:

ომი დასასრულისკენ მიდის და 6 თვეში ან ისე დასრულდება ან ასე.

“ასე” დასრულების პირობები უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რუსები დიდი ალბათობით დათანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.

პირობები ასეთია:

1. რუსები სრულად გადიან უკრაინის ტერიტორიიდან (მათ შორის დონეცკიდან და ლუგანსკიდან);

2. ყირიმი ხდება დემილიტარიზებული ზონა 7 წლის განმავლობაში, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

3. რუსეთს ყირიმიდან გაყავს შავი ზღვის ფლოტი;

4. რუსეთის სამხედრო ბაზა გადის დნესტრისპირეთიდან და ეს ტერიტორია გადადის მოლდოვის კონტროლქვეშ;

5. უკრაინა ვალდებულებას იღებს 7 წლის განმავლობაში არ გახდეს ნატოს წევრი;

6. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მიმართ არ დაიწყება საერთაშორისო სამართლებრივი დევნა,

ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დასასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა – ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ – შუა თითი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული