საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს:
,,ქართულმა ოცნებამ“ ოლიგარქიის კანონი კი არ მიიღო, არამედ – ოლიგარქიის განმტკიცების კანონი.
როგორც კი აშკარა გახდება, რომ მმართველი გუნდის გამო ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასიათასობით ადამიანი ქუჩაში. მე პირველი გავალ, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას, რომელიც ამ ისტორიულ შანსს დააკარგვინებს ქვეყანას.
ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შეცვალა რეალურად ხელისუფლებები. მე არ მეშინია ქუჩაში ხალხის გამოსვლის. მშვიდობიანად, არაძალადობრივად, წინააღმდეგობრივი ძალადობის გარეშე – უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


