spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ალდეს" განცხადება არის ზუსტად გიორგი ვაშაძის და ზურა...

“ალდეს” განცხადება არის ზუსტად გიორგი ვაშაძის და ზურა ჯაფარიძის ბრიუსელში ბოლო ვიზიტის შედეგი, სადაც საქართველოს მხარდამჭერი კამპანია დაიგეგმა – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ევროპის პოლიტიკური ჯგუფის “ალდეს” მხარდაჭერასთან დაკავშირებით და აქვე აღნიშნავს გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აქტიურ, სისტემურ მუშაობას ევროპელ კოლეგებთან:

გუშინ ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო მხარდაჭერა ევროპარლამენტისგან, რენიუ-ალდეს ფრაქციისგან, რომელიც არის სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში. სამი პარტიის – “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი მეტი თავისუფლების” და “დროას” ევროპელ კოლეგებთან სისტემური მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ ისინი გახდებიან საქართველოს ერთერთი მთავარი ლობისტები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დაიგეგმა საქართველოს მხარდამჭერი კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება.

კამპანიის პირველ ეტაპზე, ევროპარლამენტარების გზავნილია: საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება, როგორც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე, მედია საშუალებებზე – “მთავარი არხი”, “ტვ პირველი”, “ფორმულა” პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა და კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსულ ჰიბრიდულ ომთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დახმარება.

საერთოდ უპრეცედენტოა, როცა ევროპარლამენტარები აგზავნიან ოფიციალურ წერილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მის ოფიციალურ მეილზე, სადაც მოთხოვნილია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პოლიტიზირებული სასამართლო საქმეების დასრულება.

აღნიშნული კამპანია არის ზუსტად გიორგი ვაშაძის და ზურა ჯაფარიძის ბრიუსელში ბოლო ვიზიტის შედეგი, სადაც დაიგეგმა საქართველოს მხარდამჭერი კამპანია “ალდეს” და სხვა ევროპარლამენტარების მხრიდან. მეტი და მეტი ევროპარლამენტარი, ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები და ჩვენი ევროპელი მეგობარი ჩაებმება ამ კამპანიაში. პრორუსული “ქართული ოცნების” რეჟიმისგან განსხვავებით, ჩვენი სამი პარტია – “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი მეტი თავისუფლება” და “დროა” ვაგრძელებთ მუშაობას ბრიუსელში და ევროპის სხვა დედაქალაქებში, რომ საქართველო არ აცდეს ევროპულ გზას და ევროპელი მეგობრები მუდამ იდგნენ საქართველოს გვერდით,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...