“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი და მიაჩნია, რომ პარტიის გაძლიერებისა და განახლების პროცესი პირდაპირკავშირშია მიშას თავისუფლებასთან:
“მივესალმები პარტიის გაძლიერების და განახლების პროცესს.
ვფიქრობ, სწრაფი ქმედებებია საჭირო მიშას ჯანმრთელობის და თავისუფლებისთვის!
ასევე ჩვენი გულანთებული მხარდაჭერების ჩართულობა უნდა იყოს მნიშვნელოვანი! ძალა ერთობაშია✊” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით სააკაშვილი.