ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ საქართველოს საკითხს,...

მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ საქართველოს საკითხს, ის, როგორც საგარეო კომიტეტის წევრი, აუცილებლად დააყენებს და მისი პარტია, რომელიც ჩვენი პარტნიორია, დაგვეხმარება საქართველოს თემის აქტუალიზებაში – გიორგი ვაშაძე

ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის წევრთან, პარტია “ნეოსის” საგარეო მიმართულების და უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან გამართა. გიორგი ვაშაძისა და ჰელმუტ ბრანდშტატენის შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ენერგოდერეფანს ეხებოდა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ავსტრიის პარლამენტის წევრის მხრიდან საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს და ის აუცილებლად დააყენებს ჩვენი ქვეყნის საკითხს, როგორც საგარეო კომიტეტის წევრი:

დავიწყეთ შეხვედრები და აქტიური კამპანია ევროპის ყველა წამყვან დედაქალაქში საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობისათვის.

პირველი შეხვედრა გავმართე ავსტრიაში, ჰელმუტ ბრანდშტატენთან, რომელიც ავსტრიის პარლამენტის წევრი, პარტია “ნეოსის” საგარეო მიმართულების და უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ენერგოდერეფანთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ევროპისთვის.

მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ საქართველოს საკითხს, ის, როგორც საგარეო კომიტეტის წევრი, აუცილებლად დააყენებს და მისი პარტია, რომელიც ჩვენი პარტნიორია, დაგვეხმარება საქართველოს თემის აქტუალიზებაში,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მძიმე ფაქტებზე საუბრობს...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...