spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპოპულარული ბრიტანული გამოცემა Wanderlust მოგზაურებს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა Wanderlust მოგზაურებს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა ბათუმში მოგზაურობის შვიდ მიზეზს ასახელებს, მილიონობით მკითხველს კი ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„შავი ზღვის მარგალიტის“ სახელით ცნობილი, საქართველოს სუბტროპიკული ქალაქი ბათუმი 2000 წელზე მეტია ხიბლავს ვიზიტორებს. მას ყველა მიზეზი აქვს მოგანდომოთ თავად აღმოაჩინოთ იგი… ის ერთდროულად არის როგორც უძველესი, ისე თანამედროვე, გულუხვი, სტუმართმოყვარე და ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკვებითა და ღვინით დალოცვილი ქალაქი მსოფლიოში. რას ელოდები?“ – იწყებს სტატიას ჟურნალისტი პიტერ მური.

ბათუმში მოგზაურობის მიზეზებს შორის გამოცემა ქალაქის არქიტექტურას, სანაპიროს, ბუნებას, აჭარის მთებსა და გემრიელ სამზარეულოს ასახელებს. „აჭარის მთები, რომლითაც გარშემორტყუმულია ბათუმი, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ თვალწარმტაცი ფონი ქალაქისათვის. ზღვის დონიდან 1500-2200 მეტრზე მდებარე ციცაბო ფერდობები, დაფარული ხშირი ტყით, წყალუხვი ჩანჩქერებითა და ტბებით, ერთდროულად სიმშვიდის თავშესაფარსა და სათავგადასავლო ადგილს წარმოადგენს“, – აჭარის მთებზე საუბრისას ჟურნალისტი ხაზს უსვამს ეროვნული პარკების ბიომრავალფეროვნებასა და იუნესკოს აღიარებას.

Wanderlust-ის ყურადღების ცენტრში ექცევა ბათუმის ბულვარიც თავისი სანაპიროთი და ზღვისპირა არქიტექტურით, ასევე ქალაქის თანამედროვე და ძველი შენობების ნაზავი. „ბათუმი თვალწარმტაცი არქიტექტურის ქალაქია, სადაც მე-19 საუკუნის შენობები შერწყმულია თანამედროვე ცათამბჯენებთან. ბათუმს აქვს ყველაფერი დაწყებული
დიდებული ბაროკოს ნაგებობებიდან ანბანის კოშკის მსგავსი ულამაზესი „საინსტაგრამო“ შენობებით დამთავრებული“.

ქართული კულტურისა და ტრადიციების უკეთ შესაცნობად ჟურნალისტი მოგზაურებს ბათუმში სუფრაზე მოხვედრას ურჩევს, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს სავსეა ადგილობრივი კერძებით, ქედის უნიკალური ღვინითა და მასთან შერწყმული მრავალხმიანი ფოლკლორით. „იქნება ეს უნიკალური მრავალხმიანი სიმღერა, უძველესი აჭარული ცეკვები თუ სუფრასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული სადღეგრძელო, ქეიფის ტრადიცია, ბათუმში კულტურა განუყოფლად არის დაკავშირებული საზოგადოების დღესასწაულთან და სტუმართმოყვარეობასთან. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ აჭარაში დროის გაატაროთ, სიურპრიზებით სავსე დასვენება გელოდებათ და უეჭველად დაბრუნდებით სახლში მოგონებებით, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ,“ – წერს პოპულარული ჟურნალი.

სტატიის ბმული: https://www.wanderlust.co.uk/discover/ajara-georgia/content/reasons-to-visit-batumi-georgia/

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...