spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება...

“მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს ნიკა გვარამიას თავისუფლება” – ნიკა მელია

სააპელაცია სასამართლო კოლეგიის მიერ ნიკა გვარამიასტან მიმართებასი გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და კონკრეტულ მიმართვას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი:

დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხება.

საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას – იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც – გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს ნიკა გვარამიას თავისუფლება,” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...