spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მოგვმართონ ავტოფარეხების...

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მოგვმართონ ავტოფარეხების აღების თხოვნით და მათ ადგილას რეკრეაციულ სივრცეებს მოვაწყობთ

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვადასხვა ზონა მოეწყო, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთი სკვერი მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ავტოფარეხების დემონტაჟზე მზაობა გამოთქვან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა.

ავტოფარეხები ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს არის უსახური ნაგებობები, ისინი ეზოების დიდ ნაწილს იკავებენ, ზოგს მოსახლეობა არც იყენებს. 2017 წლიდან დავიწყეთ ავტოფარეხების რეკრეაციული სივრცეებით ჩანაცვლების პროექტი.

თუ ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობა იქნება, დედაქალაქის მერია გამგეობებთან ერთად, სადემონტაჟო სამუშაოებს უსასყიდლოდ ასრულებს და შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...