spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების...

“მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი, რაც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის მიერ დასმული კითხვების ტონში და პათოსში იგრძნობოდა” – მარიკა არევაძე

სახალხო დამცველობის კანდიდატის, მარიკა არევაძის განცხადება, სადაც მწვავედ აკრიტიკებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის კონკრეტულ ქმედებებს:

მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და ამ პროცესის პირველ დღეს.

მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ მთავარი კითხვები მიმართული უნდა ყოფილიყო ხედვებზე, ინსტიტუციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. სამწუხაროდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება და ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა. აღნიშნული კი ტოვებს განცდას, რომ პროცესი არ არის მიმართული კონსენსუსისკენ.

ცალკე მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი, რაც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის მიერ დასმული კითხვების ტონში და პათოსში იგრძნობოდა, რომელიც მიმართული იყო პირადად ჩემი აზრის გამოხატვის თავისუფლებაში შეჭრისკენ და მიზნად ისახავდა ჩემთვის პასუხის მოთხოვნას, იმისათვის, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული მქონდა პირადი მოქალაქეობრივი პოზიცია. ასევე უნდა ითქვას, რომ პოსტები ამოღებული იყო შერჩევითად, წარმოჩენილი იყო კონტექსტის გათვალისწინებისა და კონკრეტული მოვლენის გარეშე. მთელი ამ „დაკითხვის“ პროცესში მე ვინარჩუნებდი ჩემთვის ჩვეულ სიმშვიდეს და ვიყავი გაწონასწორებული ჩემს პასუხებში თუკი პასუხის გაცემის საშუალება მეძლეოდა. მე ვინარჩუნებდი ჩემს სტანდარტს, ვინაიდან მთელს ამ პროცესში, მე ვერ მივცემდი თავს დეპუტატის სტანდარტზე დაცემის უფლებას. მიმაჩნია, რომ არამხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ სახალხო დამცველობის კანდიდატის სტატუსის მქონე პირიც კი უნდა მოქმედებდეს უმაღლესი სტანდარტით და მიუხედავად ზეწოლისა და წნეხისა, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, ვერ ახდენდეს მასზე გავლენას.

აქვე ცალკე აღნიშვნას იმსახურებს დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის ფეისბუქ გვერდზე ჩემს მიმართ გამართული „დაკითხვის“ ამსახველი ვიდეოს მონაკვეთის განთავსება და იქ არსებული კომენტარები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აღშფოთებას ჩემს მშვიდ და გაწონასწორებულ რეაქციაზე და იმის მცდელობას, რომ გამარჯვებულად წარმოჩინდეს მისი მხარდამჭერებისა თუ თანამოაზრეების წინაშე.

აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის ფეისბუქ გვერდზე გაბედა და ერთის მხრივ ობიექტურად შეაფასა ვითარება, ხოლო მეორეს მხრივ დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა.

და ბოლოს, მადლობა ჩემგან დეპუტატებს ალუდა ღუდუშაურს, ირაკლი შატაკიშვილსა და გურამ მაჭარაშვილს, ჩემი კომპეტენციის, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების აღიარებისთვის, რადგან ამ კუთხით მათ კითხვები არ ჰქონიათ,” – აცხადებს მარიკა არევაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...