პროექტ “The Alliance Of Her”-ის ფარგლებში, ბულგარეთში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საუბრობს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე:
“საქართველოს მთავრობის ნაბიჯებმა შეფერხება გამოიწვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამგვარი უკუსვლა მიუღებელი და დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოს იმიჯისა თუ პერსპექტივისთვის. ამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა ლიდერობის აკადემიაში ქალი პოლიტიკოსებისთვის.
სოფიაში, ბულგარეთში პროექტმა “The Alliance Of Her” გააერთიანა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სადაც საქართველოს დროშამ იპოვა თავისი საკადრისი ადგილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო “სტრატეგია აღმაშენებლის”, როგორც ALDE-ს ოჯახის სრულუფლებიანი წევრის, ევროინტეგრაციის ფარგლებში დაგემილი კამპანიებისა თუ რეფორმების, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმების წარდგენა და გაცნობა ევროპული მრავალფეროვანი პოლიტიკური ოჯახისთვის, რომელშიც შემოვედი.
მიღებული ცოდნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან გაზიარებული გამოცდილება გახდება ინსტრუმენტი ზრდისა და უწყვეტობისთვის.
პროგრამას მხარს უჭერს “ALDE პარტია – ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” და “FNF აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.