კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" ერთობლივ...

“სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშის წარდგენისთვის გამართულ ბრიფინგთან მიმართებაში “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები – “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა”, “გირჩი მეტი თავისუფლება” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მმართველ პარტიას მიმართავენ:

19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში.

აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც დაგვხვდა ამ შეხვედრების დროს. კერძოდ:

– ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან რომ საქართველოს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც, რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, განაპირობა სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა;
– 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
– შეფასების მომზადება დაიწყება 2023 წლის თებერვალ-მარტში; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
– შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს;
– შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს;
– ასეთი მაღალი ალბათობის საფუველს წარმოადგენს ის ფაქტი რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ უკვე დაიგვიანა ნაბიჯების გადადგმა და სულ უფრო ცოტა დრო რჩება პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი.

ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს ‘უსაქმურები’, ‘ქვეყნის მტრები’ და ა.შ. 🙂

მივმართავთ “ქართულ ოცნებას”:

თუ ივანიშვილი დაგრთავთ ნებას, მზად ვართ თქვენთან ერთად დავსხდეთ ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი
ელენე ხოშტარია – დროა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია

მთავრობის ყოფილი მეთაურის და შს ყოფილი მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის”...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...