spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს...

არჩილ თალაკვაძე: არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა

ევროპის გაფართოება არის გარდაუვალი და საჭიროც. ეს მოვისმინეთ დღეს ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე. არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში როგორიც საქართველოა. ამისთვის საჭიროა ინსტიტუციური რეფორმების დასრულება და იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვასრულებთ ამ სამუშაოს“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე ევროპელ პარტნიორებთან განხილული იყო საქართველოს პროგრესი, ასევე, რეკომენდაციების შესრულების საკითხი და ქვეყნის ევროპული მომავალი.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ასევე, პოზიტიური მოლოდინი. პირდაპირი გზავნილები მოვისმინეთ, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, არის ევროპული ოჯახის წევრი და იმისათვის, რომ ეს გაფორმდეს საჭიროა ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებმა და იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც ქვეყნის მომავალი მართლაც აინტერესებს, გავაკეთოთ საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობაც. ევროპაში ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციასაც სჭირდება, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...