კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიმარიკა არევაძე: "საკომიტეტო მოსმენაზე ვისაუბრებ ჩემს ხედვებზე სახალხო...

მარიკა არევაძე: “საკომიტეტო მოსმენაზე ვისაუბრებ ჩემს ხედვებზე სახალხო დამცველის ინსტიტუციის გასაძლიერებლად”

ვისაუბრებ ჩემს ხედვებზე სახალხო დამცველის ინსტიტუციის გასაძლიერებლად და იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატი, მარიკა არევაძე აცხადებს.

ხვალინდელ საკომიტეტო მოსმენაზე ვისაუბრებ იმ ხედვებზე, რომელიც მაქვს ინსტიტუციის განვითარებასთან მიმართებაში და რაზეც მთელი ამ ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში ვესაუბრებოდი საპარლამენტო ოპოზიციას და იმ გეგმებზე, რომელიც ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში იქნება განხორციელებული. ასევე ვისაუბრებ იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სახალხო დამცველის არჩევა არის ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. დღეს ამ პროცესს აკვირდება არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ პროცესის ღირსეულად წარმართვა იქნება ჩვენი ქვეყნის მყარი ნაბიჯი ევროკავშირისკენ.

შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შევეცდები საკომიტეტო მოსმენაზე წარმოდგენილ საზოგადოებას მკაფიოდ დავანახო ჩემი, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატის შესაბამისობა ომბუდსმენის თანამდებობისათვის.

დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნას პოლიტიკური კონსენსუსი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს კონსენსუსი ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერით შედგეს“, – აცხადებს მარიკა არევაძე.

ინფორმაციისთვის: როგორც ცნობილი გახდა 25 ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას იწყებს.

ხვალ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს მოუსმენენ.

საკომიტეტო მოსმენები 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...