spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს" -...

“ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს” – მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ საქართველოს პირველი ჩოგანი გაამართლა ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდების ყველა ეპიზოდში:

სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – მხედველობაშია 2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – საუბარია 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდზე;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – იგულისხმება 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით – მხედველობაშია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი;

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან, ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი შეტანილი ფულადი თანხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეგიძლიათ გაასაჩივროთ დღეიდან ერთი თვის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...