spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში...

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო ევროპელი პოლიტიკოსებისგან

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ დაესწრო ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის განხილვას, არ დაესწრო მართლწესრიგისა და მართლმსაჯულების საკითხების განხილვას, არ არის გასაკვირი, რომ არ დაესწრო არც საგარეო პოლიტიკის საკითხების განხილვას და მინისტრის მოხსენებას. ეს არის პირდაპირ ანტიევროპული ქცევა და ანტიევროპული პოლიტიკა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამომრჩეველი განდობს მანდატს, რომ ოპონირება გაუწიო ხელისუფლებას და არ ხარ დარბაზში, სწორედ, ამით იწყება ანტიევროპულობა, რადგან შენს ამომრჩეველს არ სცემ პატივს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო ევროპელი პოლიტიკოსებისგან.

პირველი, როდესაც ისინი არჩევნების შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში და რვათვიან ბოიკოტში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდებოდა ფუნქციური პარლამენტი და პანდემიის გამო იყო კრიზისი. მაშინ ევროპელებმა და ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა პირდაპირ გითხრეს, რომ თქვენ ძირს უთხრით ქართულ დემოკრატიას და უნდა შეხვიდეთ პარლამენტში.

მეორე ყვითელი ბარათი სულ ახლახან მიიღეთ, როდესაც ევროპის დელეგაცია იყო ჩამოსული და პირდაპირ გითხრეს, რომ უნდა ჩაერთოთ სამუშაო პროცესში ევრორეკომენდაციების შესრულების დროს და მაგის დამსახურებაც არის, რომ ამ კვირაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ზოგიერთი თქვენგანის ხმები არის. თუმცა, ისინი, ვინც თავს რეფორმატორებს უწოდებს, სწორედ, ანტირეფორმატორები აღმოჩნდნენ ამ ორი დღის განმავლობაში და მხარი არ დაუჭირეს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც პირდაპირ ევრორეკომენდაციების განხორციელებას ეხება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...