spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კახა კალაძემ აირჩია დაეთმო ღირსება" - ნიკა მელია

“კახა კალაძემ აირჩია დაეთმო ღირსება” – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ჟურნალისტებთან შეფასებას აკეთებს თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

,,კალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა არჩევანი გაეკეთებია თანამდებობის დათმობასა და ღირსების დათმობას შორის. მან აირჩია დაეთმო ღირსება. კალაძე ფიქრობს, რომ მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილი და ამის შემდეგ, ყველაფერი ძველებურად უნდა გაგრძელდეს?! – ფიქრობს, დიახაც ამას!

მერწმუნოს და თბილისი ამაში დამეთანხმება – დედაქალაქი ასეთ შემთხვევებს არ ივიწყებს და ასეთ კადნიერებას, უბრალოდ არ პატიობს.

კალაძემ გააკეთა ეს არჩევანი, თბილისელები გააკეთებენ შესაბამის არჩევანს და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

თბილისში ყველას უკვე ფობია აქვს ჩამოყალიბებული, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც კალაძის პირობებში განხორციელდა, – არის უხარისხო და შეიცავს სასიცოცხლო საფრთხეს.

ამიტომ, როცა შენ ამ მძიმე მოცემულობას თვალს არ უსწორებ და პასუხისმგებლობას არ იღებ, გასაგებია რომ შენ დათმე ღირსება, მაგრამ არ დათმე თანამდებობა.

პასუხისმგებლობას ასეთი ტიპის ადამიანი ზოგადად ვერ აიღებს, როცა მას პასუხისმგებლობის თაობაზე არაფერი სმენია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...