ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: არსებული გამოწვევების ფონზე, 2023 წლის ბიუჯეტმა...

ირაკლი კოვზანაძე: არსებული გამოწვევების ფონზე, 2023 წლის ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს საფუძველი მდგრადი ზრდის

2023 წლის ბიუჯეტმა, პანდემიური და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული შოკების შემდეგ, ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს საფუძველი მდგრადი ზრდის“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს:

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება.

ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია,“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო პროცესი დეკემბერში, ბიუჯეტის დამტკიცებით დასრულდება.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კონკრეტული შეფასებებით და ოპოზიციისადმი მინიშნებებით, ეხმიანება...

“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაიხურა, რის თაობაზეც გაკეთდა ოფიციალური განცხადება....

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა...

"დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...