spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ,...

“კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო” – გიგა გიგაშვილი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტაცია არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავად იხილოს.

პირადად მე, სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო.

ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება.

დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი. ექვსი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია. ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობა აქვს გაწეული ლაბორატორიის მიერ“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას, წარმოდგენილი ინფორმაციით, ვაკის პარკში განხორციელებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა.

როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. ეს შადრევანიც რეგულარულად მოწმდებოდა გამართულად მუშაობდა თუ არა. არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე მას ექსპლუატაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ჰქონია“, – აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...