პარასკევი, ივლისი 18, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკოლოზ სამხარაძე: სასიხარულოა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას...

ნიკოლოზ სამხარაძე: სასიხარულოა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს

დღეს სრულდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში, მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ ასამბლეაზე. ჩვენ საკმაოდ პროდუქტიული ვიზიტი გამოგვივიდა იქიდან გამომდინარე, რომ 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას შევხვდით. დელეგაციები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარეების ან ვიცე-სპიკერების დონეზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს“, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრებზე განხილვის თემას რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე გვქონდა დეტალური და სიღრმისეული დისკუსია. ვისაუბრეთ აფრიკის კონტიგენტის, სამხრეთ ამერიკული და წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ვისთანაც არ გვაქვს ხშირი კავშირი. სასიხარულოა, რომ ამ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანამ თქვა, რომ მათი პოზიცია არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არ გადაიხედება, თუმცა ასევე იყო გამოთქმული ერთგვარი თხოვნა იმის შესახებ, რომ მათ რაც შეიძლება ხშირად მოვაწოდოთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი მუშაობა მხოლოდ ამ სესიით არ შემოიფარგლება და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტს, რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს დაასრულებს.

ინფორმაციას პარლამანტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...