spot_img
მთავარისაგარეო პოლიტიკალევან იოსელიანი: საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ...

ლევან იოსელიანი: საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს

საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს“, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

ლევან იოსელიანმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. და რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა.

მან 2022 წლის 9 ოქტომბერს, გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რუსეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას და აღნიშნულ რეზოლუციას მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი.

ლევან იოსელიანმა ასამბლეის წევრებს შეახსენა, რომ საქართველომ უკვე განიცადა რუსეთის აგრესია და რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს გაეროსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს.

მისი განცხადებით, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც საკუთარ ტერიტორიებზე უკვე განიცადა რუსეთის აგრესია, შეუძლებელია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო გზავნილი არ გაიზიაროს.

ლევან იოსელიანი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილს – იყოს ევროპის განუყრელი ნაწილი, ვერაფერი შეაჩერებს.

ინფორმაციას პარლამანტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...