spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ვაკის პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა...

კახა კალაძე: ვაკის პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისე, რომ მისი პირვანდელი სახე სრულად აღდგეს, მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე.

დღეს, ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეები, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და თბილისს ამის ძალიან დიდი რესურსი აქვს. ამ მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მათ შორისაა, ვაკის პარკის აღდგენა. სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ – ულამაზესი სივრცეა, განახლებული ინფრასტრუქტურით, ხე-მცენარეებით, ყველანაირად მოწესრიგებული, შესაბამისი ატრაქციონებით.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მეორე ეტაპზე, არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორ იცით, ვაკის პარკში სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. მაქსიმალურად აღდგა პარკის პირვანდელი იერსახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კასკადის განახლება იმ მასალითა და ვიზუალით მოხდა, რაც ისტორიულად არსებობდა.

არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც არსებობდა. ამასთან, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, რომელიც პარკის ვიზიტორებს ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ვაკის პარკის აღდგენით, დედაქალაქის ისტორია გაცოცხლდება, რადგან ეს არის ადგილი, რომელმაც მრავალი თაობა გამოზარდა.

მესამე ეტაპი, ცენტრალური კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მთავარი პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს. ეს არის ადგილი, რომელმაც გამოზარდა თაობები, სადაც ხდებოდა ადამიანების თავშეყრა, ირჩეოდა ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

ჩვენ ამ აღდგენით, ქალაქის ისტორიას ვაცოცხლებთ, ვუბრუნებთ იმ სიცოცხლეს, რომელიც ვაკის პარკს ჰქონდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დედაქალაქში მსგავსი არაერთი სივრცე გვქონდეს. მომავალ წელს იგეგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილის – ვერის პარკის სრული განახლება-რეაბილიტაცია და ისიც დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის პარკში მდებარე მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

“თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...