spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ბოლომდე უნდა გავაშიშვლოთ, პრორუსული "ქართული ოცნება", პირველ...

“ჩვენ ბოლომდე უნდა გავაშიშვლოთ, პრორუსული “ქართული ოცნება”, პირველ რიგში – ქართველი ხალხის წინაშე” – გიორგი ვაშაძემ

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის ქმედით ნაბიჯებთან დაკავშირებით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფების მიერ დარეგისტრირებული ყველა კანონი წინააღმდეგობაშია ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციასთან:

,,წელს ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამაში დამნაშავე არის პრორუსული ,,ქართული ოცნება“. მათ მიზანმიმართულად, სწორედ იმ კვირაში, როცა ევროპელები იღებდნენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, დააკავეს ნიკა გვარამია. მიიღეს ისეთი კანონები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ ტიროდნენ ფაქტობრივად, როცა უყურებდნენ ამ ანტიეროვნულ, ანტიქართულ ქმედებებს პრორუსული ,,ქართული ოცნების“ მხრიდან.

რა ხდება დღეს? მე მინდა, რომ შუალედური შეფასება გავაკეთოთ ამის შემდეგ. საქართველოს ეროვნული ინტერესების წინაააღმდეგ შეთქმულება – კვლავ გრძელდება. 12 ფუნქტი, რომელიც განგვისაზღვრეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შესასრულებლად, ამ მიმართულებით, არა თუ არაფერს არ აკეთებს პრორუსული ,,ქართული ოცნება“, არამედ გეგმაზომიერად აგროვებს არგუმენტებს, რომ ჩვენ საბოლოო უარი მივიღოთ ევროპელების მხრიდან.

მე შეგახსენებთ, ძირათადი საკითხები – მართლმსაჯულების შესახებ რეკომენდაციები. კანონი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ყველა იმ რეკომენდაციასთან, რაც ჩვენ მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა; იგივე ხდება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონთან, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთამ, მედიის საკითხებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაშიც. გუშინ გაიმართა კიდევ ერთი პროცესი ნიკა გვარამიასი. როგორც მე ვხედავ, პრორუსული ,,ქართული ოცნება“ არ აპირებს მის გათავისუფლებას. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. იმიტომ, რომ შეგახსენებთ – ევროპარლამენტში მედიასთან დაკავშირებით რეზოლუცია მყისიერად იქნება მიღებული ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ.

მეგობრებო, ეს ყველა მტკიცებულება არის მტკიცებულება იმის, რომ დღეს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფი პრორუსული ,,ქართული ოცნება“ ასრულებს ,,ფე-ეს-ბე“-სგან მიღებულ დავალებებეს. დიახ! შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასე ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. უფრო მეტიც, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს, პოლიტიკური ოპოზიციის სიმართლეს, რომ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მათ შექმნეს ეს იყო ფარსი, მხოლოდ და მხოლოდ თამაში და მეტი არაფერი!

ყველა კანონი, რომელიც დაარეგისტრირა ამ სამუშაო ჯგუფებმა, წინააღმდეგობაშია 12-ვე პუნქტთან, რომელიც ჩვენ წარგვიდგინა ევროპარლამენტარებმა და ევროკავშირმა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

ამიტომ, შევეშვათ ილუზიებს, რაღაცა ცრუ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ ბოლომდე უნდა გავაშიშვლოთ, პირველ რიგში – ქართველი ხალხის წინაშე, პრორუსული ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...