spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"მუდამ მომღიმარ, მოტივირებულ, ენთუზიასტ, ცოდნის გამცემ, გამბედავ, მაგალითის...

“მუდამ მომღიმარ, მოტივირებულ, ენთუზიასტ, ცოდნის გამცემ, გამბედავ, მაგალითის მიმცემ და ცხოვრების მასწავლებლებსაც აქვთ ყოფითი, დაუძლეველი პრობლემები!” – ნანა ტოხვაძე

მასწავლებლების პროფესიული დღის აღნიშვნასთან ერთად პედაგოგების პრობლემებზე, მათი  მიმართ არასათანადო ყურადღების გამოჩენაზე საუბრობს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოცვაძე.

მასწავლებელზე მეტად არცერთი ჩინოვნიკი არ ემსახურება ქვეყანას. რას აკეთებენ მაღალი თანამდებობის პირები ჩვენი ეროვნული მიზნების ხორცშესხმისთვის? ნუთუ ჩინოვნიკების წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში იმაზე მეტია, ვიდრე ერთი რიგითი მასწავლებლის?!

საუბედუროდ, დღეს, მასწავლებლის დაფასება და მისი ყოველდღიური შრომის შეფასება „სახელმწიფო მესვეურებს“ მხოლოდ მასწავლებლის დღეს, 5 ოქტომბერს ახსენდებათ და ვალის გადახდა ყვავილების თაიგულის მირთმევა ჰგონიათ! ოდესმე თუ დაინტერესებულან მასწავლებელთა შრომის პირობებით, სადაზღვევო პირობებით, გაუსაძლისი საბანკო ვალდებულებებით, უსამართლო პოლიტიკური წნეხით თუ ყოველდღიური გასაჭირით?

მუდამ მომღიმარ, მოტივირებულ, ენთუზიასტ, ცოდნის გამცემ, გამბედავ, მაგალითის მიმცემ და ცხოვრების მასწავლებლებსაც აქვთ ყოფითი, დაუძლეველი პრობლემები! დღეს მათზე ზრუნვა და მათი ღვაწლის დაფასება ნიშნავს უკეთეს ხვალინდელ დღეს. მასწავლებლებს აქვთ ძალაუფლება ქვეყნის მომავალზე. მათ ხელშია ჩარხი, რომელმაც ქვეყნის ბედი და ხვალინდელი დღე უნდა გამოაწახნაგოს. გვახსოვდეს, რომ – „სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“, – თქვა თავის დროზე უინსტონ ჩერჩილმა…

ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა და ღვაწლი მომავალი თაობების წინაშე!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციისთვის: 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ამ დღის აღნიშვნა კი სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს, როდესაც იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე შემუშავდა რეკომენდაცია “მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ”. ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...