პარასკევი, მაისი 16, 2025
9.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია7 წელია "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით...

7 წელია “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული – მოქმედი ხელისუფლების პოზიცია

რუსეთთან დაკავშირებით, კერძოდ ოკუპაციის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელსაც მხარი “ნაციონალურმა მოძრაობამაც” დაუჭირა, ეხმიანება პარტია “ქართული ოცნება” და სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააჟღერა მმართველი პარტიის პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან მიმართებაში:

7 წელია “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება “ევროპული საქართველოც”, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება.

მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მა, არაერთხელ, უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას – ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში.

სხვა ახსნა არ სეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით, თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისათვის არის გამიზნული“, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტში სამპუნქტიანი ინიციატივა წარადგინა, რასაც მმართველი პარტია მხარს არ უჭერს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

კახა კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...