კვირა, მაისი 18, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"პრორუსული "ოცნების" მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და...

“პრორუსული “ოცნების” მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით ლუკაშენკოს ეს ქმედება მიუღებელია. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ეს ყოველივე “ქართული ოცნების” მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია”

მიუღებელი და შემაშფოთებელია, როდესაც აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი, ოკუპაციის კანონისა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით, ჩავიდა.

ღიად და მკაფიოდ მინდა ავღნიშნო, რომ ეს ყოველივე პრორუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია. პრორუსული „ოცნების“ მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა.

ფაქტია, რომ ლუკაშენკო არაფრად აგდებს საქართველოს ხელისუფლებას, ის ცდილობს, რომ აფხაზეთის საკითხით პუტინს თავი მოაწონოს, დაანახოს, რომ მის მხარეს იჭერს და ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირ მკვეთრ და მკაცრ პასუხს არ ელოდება.

ლუკაშენკო პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. პუტინის მმართველობა დასასრულს უახლოვდება, მასთან ერთად აუცილებლად დასრულდება მისი მარიონეტი ლუკაშენკოსა და პუტინისტური „ქართული ოცნების“ მმართველობაც” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...