spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები ნამდვილად არ წაგვადგება"...

“აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები ნამდვილად არ წაგვადგება” – ლევან ნიკოლეიშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით

ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ფართო განხილვისა და მწვავე შეფასებების საგანი გახდა. სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია დააფიქსირა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმაც:

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, რომ… ამაზე მგონი არავინ არ დავობს, ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენელმა გააკეთა შესაბამისი მკაცრი განცხადება, ოპოზიცია და მათი სატელიტები არათუ უკმაყოფილოები არიან, არამედ კატეგორიულად მოითხოვენ ბელორუსიის ელჩის საქართველოდან დაუყოვნებლივ გაძევება-გაგდებას!

რა ნიშნავს და რით არის გამოწვეული ბელორუსიის ლიდერის აფხაზეთში „მოულოდნელი“ ვიზიტი:

• ლუკაშენკო დასასვენებლად და სააგარაკე მიწის შესაძენად იქ არ ჩასულა;
• პუტინის მეგობარი და თანამოაზრე, შეიძლება აფხაზეთს „ამზადებს“ რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო გაერთიანებაში შესასვლელად- რაც ფაქტობრივად მის სახელმწიფოდ აღიარებას ნიშნავს;
• თვითონ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად და იქ თავის ემისარი, გარკვეული პირობების შესათანხმებლად თუ დასაზუსტებლად გაუშვა;
• ეს იყო კიდევ ერთი სიგნალი, დასავლეთისთვის რუსეთის მხრიდან, რომ უკრაინის გარდა სხვაგანაც შეუძლია სიტუაციის დაძაბვა-არევა, თუმცა ეს სიგნალებისა და მინიშნებების გარეშე გასაგებია;
• ლუკაშენკო, აგზავნის გარკვეულ გზავნილს, რომ თუ მის მიმართ პოლიტიკა არ შერბილდება, შეიძლება ბელორუსმა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება განახორციელოს;
• სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია-ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს-რას აძლევს ისეთს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს;
• პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას პრობლემები,რომ შეექმნა ეს ფაქტია, განსაკუთრებით ჩეჩნეთსა და დაღესტანში, აქედან გამომდინარე ლუკაშენკო შეიძლება აფხაზეთში ამ საკითხის შუამავლადაც კი იყოს მივლინებული.

მოკლედ, ვერსიები ბევრია, ფაქტია ძალიან ცუდი, ელჩი საგარეო უწყებაში იქნა დაბარებული, მაგრამ მისი ამ ეტაპზე, თანაც სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად-ამ ნაბიჯმა შეიძლება უბრალოდ დააჩქაროს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ერთ-ერთი, რაც კარგი ნამდვილად არ იქნება.

ისე, კი „გენიოს“ რადიკალების მოთხოვნის გარეშეც ელჩის გაძევება, ყოველთვის არის შესაძლებელი თუ კი პროცესები აღიარებისკენ წავა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ პროცესის დაჩქარების ხელშემწყობი! დანარჩენი რა შეიძლება გაკეთდეს, რადიკალებმა „ნამდვილად“ იციან, ცოტა კი გამიკვირდა, რატომ არ გამოთქვეს ბელორუსიისთვის დაუყოვნებლივ ომის გამოცხადების წინადადება!

და ბოლოს დარწმუნებული ვარ ამ საკითხებზე, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც მიდის გარკვეული კონსულტაციები, შესაბამისად აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები კი ნამდვილად არ წაგვადგება,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...