კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას...

“კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას” – ლევან ბეჟაშვილი

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი პარლამენტში პარტიის სახელით ინიციატივას აყენებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის დროს კონკრეტული გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით:

,,ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს მიმდინარე პროცესთან მიართებაში.

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას.

საოკუპაციო შენატანის თანხა ლარებში იქნება განსაზღვრული 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე. ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთის მხრივ – გარანტირებული იქნება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი.

იმავდროულად, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისათვის, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და არ სურთ თანხის გადახდა, მათ შეუძლიათ საერთოდ არ ისარგებლონ ამ შენატანით და არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

ასევე აღნიშნული შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისათვის, რომლებიც მრავალი ასეულ ათასობით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

შესაბამისად, ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის იქნება შექმნილი სპეციალური დევნილთა დახმარების ფონდი. ეს თანხები მიზნობრივად დევნილთა საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული. დევნილთა სამინისტროში შეიქმნება ეს ფონდი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...