ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

“მასწავლებლები კი არა, განათლების სისტემაა “ჩაჭრილი”, უპატრონოდაა მიტოვებული…” – ნანა ტოხვაძე

“მასწავლებლები კი არა, განათლების სისტემაა “ჩაჭრილი”, უპატრონოდაა მიტოვებული…” – აცხადებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე და მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლების, განათლების სამინისტროს მიმართ:

უთავბოლო და უსისტემო რეფორმირებას არასდროს მოაქვს შედეგი. სწორედ ამ მცდარ პოზიციებში გაჯიუტებამ მიგვიყვანა დამღუპველ შედეგებამდე. ხელისუფლებამ სასკოლო გარემო მხოლოდ პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებ სარბიელად აქცია.

რას მიაღწია “ქართულმა ოცნებამ” პრიორიტეტად გამოცხადებული განათლების “რეფორმირებით”?!

მასწავლებლებს რეპუტაცია შეულახა, ქვეყნის საქილიკოდ და სალანძღავად აქცია. სტატუსების შეჯიბრში ჩართო სრულიად პედაგოგიური საზოგადოება და ერთმანეთს წაჰკიდა. რადგან საკუთარი ბრალეულობა და უმოქმედობა ჰქონდა გადასაფარი.

უპატრონოდ და ხარისხის კონტროლის მიღმაა მიტოვებული მოსწავლეც, სკოლაც, მასწავლებლებიც, დირექტორიც და ადმინისტრაციაც.

იცოდით, რომ საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 9 სკოლას “შემორჩა” სერთიფიცირებული მოქმედი დირექტორი?

2077 საჯარო სკოლას მოვალეობის შემსრულებლები “მართავენ”, რომელთაგან 991 სერთიფიცირებულია, ხოლო 1086 არასერთიფიცირებული. რატომ? იმიტომ, რომ ბევრი “დავალებული” კადრი ხელმძღვანელობდეს სკოლას, ხმების მობილიზაციის საჭიროებისთვის.

“ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა რამდენიმე წელია ინერგება, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სულ ახლახანს მოამზადა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვისთვის საჭირო საგნობრივი გზამკვლევები.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, პანდემიის პერიოდში, 50%-იანი ჩამორჩენა აქვთ მოსწავლეებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, თუმცა სამინისტროს ჩინოვნიკები ჩვეული სიმშვიდითა და “მორჩილი დუმილით” აგრძელებენ მინიმუმ ოთხნიშნა ხელფასების ლოდინს,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული