პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია - უნდა შემოვუშვათ თუ არა...

“იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია – უნდა შემოვუშვათ თუ არა ეს ადამიანები?” – ვახტანგ გომელაური რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურად შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს:

,,გუშინდელი ღამე რაც დამთავრდა – 10 400 იყო შემოსული დაახლოებით, თუ არ ვცდები. ასი და ორასი ათასი – არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60%, შემომსველთან შედარებითი შეფარდებით. დღეს ყველაზე დიდი ციფრები ეს არ არის.

ზაფხულში, მაგალითად, როცა ტურისტები და არა ვთქვათ სხვა მიზნით წამოსული ადამიანები, ჩვენი აზრით, არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას. თუმცა, მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის: ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, მსოფლიოში და ევროპაში სხვანაირად ფიქრობენ, სხვა მიდგომებზე გადადიან.

ზოგი იძახის, რომ ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ. ზოგი იძახის, რომ პირიქით – შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდნენ ომში, არ მოკლან უკრაინელები, არ ებრძოლონ უკრაინელებს.

იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია – უნდა შემოვუშვათ თუ არა ეს ადამიანები?

ხუთი დღის წინ, რაც იყო მობილიზაციის გამოცხადებამდე დინამიკა იყო 5500 ადამიანი დღეში, გუშინწინ – 11400 და გუშინ 10400-10500 ადამიანი. ორ და ხუთ კაცზე ნუ გამომეკიდებით.

ეს არის ციფრები, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

დამატებითი პოლიციური ძალები მაინც გადავიყვანეთ, რომ მიეხმარონ გამშვებ პუნქტზე, რომ დაჭირდეთ ამ ადამიანების გადაყვანა, დაკავება, გაძევება – უნდა დაეხმარონ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...