სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“მიშა სააკაშვილი ფულში და კარგ ცხოვრებაში გაცვალეს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ.
განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.

აუცილებლად მოვყვები, სახელებით და გვარებით, როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს! ეს უსირცხვილო “კასირები” ესენი.

ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!

“ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ პარტიაში ბევრი ღირსეული და იდეალების ერთგული ადამიანიცაა), რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს. ფულში და კარგ ცხოვრებაში!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული