პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გამოსავალი არის...

“იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გამოსავალი არის კონსოლიდაცია და ევროინტეგრაცია” – თენგიზ თევზაძე

დღეს, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა საინფორმაციო აქცია ,,ევროპა ჩვენი მომავალია”, სადაც ,,ევროინტეგრაციის მხარდამჭედთა ქსელმა” საზოგადოებას წარუდგინა სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ საკითხზე სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარი გააკეთა ,,რეფორმებისა და კვლევის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ თევზაძემ:

,,ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი” და ,,რეფორმებისა და კვლევის” ჯგუფი ერთობლივად აკეთებს საინფორმაციო აქციას, რომლის მიზანია საზოგადოებაში შექმნას ფონი და სურვილი საქართველოს ევროინტეგრაციის, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოში.

დღეს, რეალურად იმ სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გამოსავალი არის კონსოლიდაცია და საქართველოს ევროინტეგრაცია.

ჩვენ ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყოთ აქცია ,,გვიმასპინძლე”, რომლის ფარგლებშიც 100 სოფელში, 100 ოჯახში სტუმრად ჩავალთ, რომლებიც იქნებიან ჩვენი მასპინძლები. მათ ჩვენ გავესაუბრებით ევროინტეგრაციაზე და იმ ძირითად საკითხებზე მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ევროინტეგრაციით”, – განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...