პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გირჩის" სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და...

“გირჩის” სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას – იაგო ხვიჩია

იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს გააჩნია და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან რთულია მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში. ჩვენ ვერავის ვენდობით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ, „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, საქართველო უნდა წავიდეს ამერიკული მიმართულებით, სასამართლო უნდა გახდეს უკეთესი, სადაც დღის წესრიგში არ დადაგება მისი ობიექტურობა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლიც, თავისთავად, ნელ-ნელა შემცირდება.

მაგრამ, მანამდე სანამ ეს მოხდება, ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთადერთი საქმისთვის გვჭირდება, ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი ან სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემაზე მუშაობა. არც ერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ჩემს დაპირებას, ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს. მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები არიან და ა.შ ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...