შაბათი, მაისი 18, 2024

ბექა დავითულიანი: ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების და ოსების იდენტობის, გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც ჩვენ შევქმნით მათთან ერთად

ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს იდენტობის, გადარჩენის და უალტერნატივო განვითარების გზა არის ევროპა, ხოლო ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების და ოსების იდენტობის, გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც ჩვენ შევქმნით მათთან ერთად“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბექა დავითულიანმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

ერთ-ერთი მთავარი რაც მინდა გამოვყო არის ის მსჯელობები, რომელიც იმართება ხოლმე ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან და ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით. რეგიონში რუსეთის აგრესია, როგორც რისკებს ზრდის, ასევე ყოველი ასეთი კრიზისი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აჩენს ახალ შანსებს და ახალ შესაძლებლობებს. მთავარია სწორად დავინახოთ და სწორად მივუდგეთ“, -განაცხადა დეპუტატმა.

მგონია, რომ ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით ნებისმიერი მსჯელობისას. ვფიქრობ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს იდენტობის, გადარჩენის და უალტერნატივო განვითარების გზა არის ევროპა, ხოლო ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების და ოსების იდენტობის, გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც ჩვენ შევქმნით მათთან ერთად. არავითარი ძალისმიერი და მათთვის უსაფრთხოების რისკების შემქმნელი ქმედებების და ნაბიჯების გადამდგმელები ჩვენ არ ვართ და ეს გზავნილიც ძალიან სწორად უნდა მივიტანოთ მათთან, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული