NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმიანება პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა:
,,NDI არის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის, ტრენინგების ნაწილში, გადამზადებაში.
თუმცა, ეს კვლევები, პოლიტიკური ნაწილი მაინც და მაინც არ არის მისი ძლიერი მხარე და ეს მერამდენედ მტკიცდება!
თუმცა, ერთი რამ ტენდენციას ნამდვილად ასახავს, რაც ის არის, რომ, ე.ი. მმართველ პარტიას გაცილებით მეტი აქვს ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას მთლიანად აღებულს. ეს სწორიც არის.
თქვენ გახსოვთ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს მოსახლეობის 85% ემხრობოდა ევროინტეგრაციას და 75%-მდე არის შემცირებული.
სხვათაშორის ეს დამსახურებაა იმ რადიკალური ოპოზიციის, იმ მავნებლობის, რამაც გააჩინა საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობა დასავლური ინტეგრაციის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


