შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციებს აქვს...

ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციებს აქვს საზოგადოების მხარდაჭერა რადგან ვართ პატრიოტები, პრინციპულები და თანმიმდევრულები – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმიანება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს მონაცემების მიხედვით “სტრატეგია აღმაშემებლის” რეიტინგი გაზრდილია, რაც საზოგადოების მხარდაჭერიდან არის გამოწვეული:

ეს არის სრული სურათი იმის, რაც დღეს საქართველოში ხდება.

მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა არის ,,ევროკავშირის” კანდიდატის სტატუსის მიღება.

მეორე მხრივ ამ იდეას უპირისპირდება პრორუსული ,,ქართული ოცნება” და ამ კვლევებში ჩანს, რომ რუსული გავლენები გაზრდილია.

მესამე, სწორედ ისეთ პოზიციებს, როგორიც აქვს ,,სტრატეგია აღმაშენებელს”, აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები, პრინციპულები და თანმიმდევრულები.

ღია კითხვარშიც კი ჩვენი რეიტინგი, არის გაზრდილი და ზოგიერთი პარტია, ვინც ჩვენს წინ იყო გამქრალია ამ რეიტინგებიდან.

რატომ?! იმიტომ, რომ დღეს ჩვენ სამშობლო გვიხმობს და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე, ვინც კომპრომისულად მუშაობს ის ყოველთვის პოლიტიკიდან გაიწევა, ვინც პრინციპულია, თანმიმდევრულია, მას მხარდაჭერა ექნება.

მე მჯერა, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ დიდ ეროვნულ ერთობას შევძლებთ, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე, სიღარიბის დაძლევამდე იმიტომ, რომ ,,ევროკავშირი” არის ორი რამ – უსაფრთხოება/მშვიდობა და მეტი ფული საქართველოს, რაც დაძლევს სიღარიბეს. აი ეს პრობლემები ჩანს სწორედ ამ კვლევაში,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის: NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში მხოლოდ 4 პარტია მოხვდა და მათგან პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” მე-3 ადგილზე გავიდა

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნდა ჩატარებული კვლევის შედეგები, მათ შორის პოლიტიკური ნაწილი, პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...