კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში ტურიზმის განსავითარებლად  53%-ით მეტი დაიხარჯება

აჭარაში ტურიზმის განსავითარებლად  53%-ით მეტი დაიხარჯება

2023 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და  სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. 2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.

2023 წელს, აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის +28%-ით მეტი, 6, 375 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც.

  • სატელევიზიო რეკლამა;
  • ინტერნეტ რეკლამა;
  • ონლაინ-მარკეტინგი;
  • გარე რეკლამა;
  • რეკლამა ბეჭდური მედიის გამოყენებით;
  • სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება;
  • საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა.

სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.

შემდეგი წლისთვის, აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს, მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება და ჯამში, 3,000,000 ლარი დაიხარჯება.

  • ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია;
  • მთიანი აჭარის პოპულარიზაცია – ინფოტურები;
  • სეზონური ფესტივალები.

რაც შეეხება, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692 000 ლარი დაიხარჯება, რაც  ბიუჯეტის 134%-იან ზრდას ითვალისწინებს.

  • ადამიანური რესურსების განვითარება და ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება – ტრენინგები;
  • მომსახურების ხარისხის დადგენა;
  • საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების გამოვლენა „მაგნოლია“.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...