კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიჩეხი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

ჩეხი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარა მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მტირალას ეროვნულ პარკს, სადაც ადგილობრივი ტურისტული სერვისებით ისარგებლეს და პარკის უნიკალური ტურისტული ბილიკები დალაშქრეს. ჩეხეთი აჭარისთვის საცდელი ტურისტული ბაზარია, სადაც ტურის შედეგად რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები გამოქვეყნდება.

სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათაო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...