spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განვითარება და პროგრესი ყველგან აუცილებელია, განსაკუთრებით თუ ქვეყანაში...

“განვითარება და პროგრესი ყველგან აუცილებელია, განსაკუთრებით თუ ქვეყანაში ურეიტინგო, მყვირალა, რადიკალური ოპოზიცია და მიკერძოებული არასამთავრობო სექტორი გყავს” – ლევან ნიკოლეიშვილი

“ქართული ოცნების” კონკრეტულ შეთავაზებას “საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ეხმაურება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:

2024 წლიდან არჩევნებში ხმის მიცემა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი – გამოაცხადა დღეს სახელისუფლებო პარტია  -„ქართულმა ოცნებამ“. 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან კიდევ ერთი პუნქტის შესრულებას დაუდო საფუძველი. თან საინტერესოა, რომ ოპოზიციის მუდმივი შეძახილი „გაყალბდა, გაყალბდა“-საც ეცლება ძირი და ალბათ ეგზიტპოლების პრაქტიკასაც. აღარაფერს ვამბობ არასანდო და რეპუტაცია შელახული არასამთავრობო ორგანიზაციებიც (მაგალითად -ISFED) შესაძლოა უსაქმოდ დარჩნენ.

რა თქმა უნდა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც არ მოიწონებენ ამ რაციონალურ ინიციატივას, ისე როგორც თავის დროზე ამბობდნენ საბანკო საბარათე სისტემა უაზრობაა, ან ყველას გვახსოვს მაგალითად არცერთი სტომატოლოგი, არცთუ ისე შორეულ წარსულში ანესთეზიას (ტკივილ გამაყუჩებელ ნემსს) არ აკეთებდა კბილის ბურღვამდე, დღეს კი სტომატოლოგიაც განვითარდა და საბანკო ბარათით თუ ელექტრონული საბანკო მომსახურებით უამრავი ადამიანი სარგებლობს.

განვითარება და პროგრესი ყველგან აუცილებელია, მით უმეტეს არჩევნების დროს, განსაკუთრებით თუ ქვეყანაში ურეიტინგო, მყვირალა, რადიკალური ოპოზიცია და მიკერძოებული არასამთავრობო სექტორი გყავს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...